logo
ENG



ერგნეთის შეხვედრაზე ჩხიკვაძის პატიმრობასა და კირბალთან ოკუპანტების გამოჩენას განიხილავენ

20 იან 202212:56
3 წუთის საკითხავი
 

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. 

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს იმ მოქალაქეების საკითხია, რომლებიც რუს ოკუპანტებს ჰყავთ დატყვევებული, მათ შორის ყოფილი სამხედროს, მამუკა ჩხიკვაძის საკითხიც. 

ერგნეთში ჩავიდნენ ჩხიკვაძის მეგობრები და თანაარმიელები

"რასაც ვითხოვდით, ის იყო, რომ ერგნეთის შეხვედრაზე განხილულიყო მამუკა ჩხიკვაძის და სხვა ტყვეების გამოხსნის საკითხი. და მეორე ის იყო, რომ წითელ ჯვარს მოენახულებინა მამუკა ჩხიკვაძე. როგორც ვიცი, მოინახულეს და ჰქონდათ კომუნიკაცია როგორც მასთან, ისე მისი ოჯახის ახლობელთან. დღეს მამუკა ჩხიკვაძის და ჩვენი სხვა თანამემამულეების გათავისუფლების საკითხი უფრო აქტიურად უნდა იყოს დაყენებული და ამაზე გადაიდგას იმზე აქტიური ნაბიჯები, ვიდრე აქამდე იდგმებოდა". - ამბობს ერთ-ერთი ყოფილი ჯარისკაცი.

საოკუპაციო ძალებმა შავნაბადას ბატალიონის ყოფილი მებრძოლი, მამუკა ჩხიკვაძე სოფელ წინაგარას მიმდებარე ტერიტორიიდან 2021 წლის 10 დეკემბერს გაიტაცეს და მას შემდეგ დაკავებული ჰყავთ. მას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობაც შეუფარდა. 

15 დეკემბერს კი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებული ადამიანების შესახებ განცხადება გაავრცელ და აღნიშნა, რომ "ომის დანაშაულები დაისჯება ხანდაზმულობის მიუხედავად". 

ერგნეთის დღევანდელ შეხვედრაზე მეორე განსახილველი სოფელ კირბალთან ოკუპანტების გამოჩენა და ახალი ნიშნულების დატოვებაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ახალი მავთულხლართების მოსამზადებელი სამუშაოებია. 


close დახურვა